დავით მათიკაშვილი: მგონი, მიხეილ სააკაშვილი ბავშვობას დაუბრუნდა და შტაბობანას თამაში დაიწყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სააკაშვილის ბიბლიოთეკაში საარჩევნო შტაბის გახსნას გამოეხმაურა.
მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილის ქმედებებს პასუხს ამომრჩეველი გასცემს.
„მის ქმედებებს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს 2020 წელს, როგორც ეს 2012 წლიდან დღემდე არაერთხელ გააკეთა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე არაერთხელ მწარედ დამარცხებულა“ ,- განაცხადა მათიკაშვილმა.