მარნეულში აზებაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო
მარნეულის რაიონში აზერბაიჯანელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. ძეგლის რესტავრაციის ინიცაიატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაა ,რომლის ინიციატივითაც იმ პარკის განახლებაც მოხდება სადაც ნარიმანოვის ძეგლია განთავსებული.
ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, იგეგმება მარმარილოს ქვების ახლით ჩანაცვლება და მიმდებარე ტერიტორიის სრულად განახლება.
წელს აზერბაიჯანელ მწერალს 150 წელი შეუსრულდებოდა. ნარიმან ნარიმანოვი ერთი ხანობა მარნეულის სოფელ ყიზილგაჯლიში მასწავლებლად და ექიმად მსახურობდა.