ეკატერინე ტიკარაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს

მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას ექვემდებარებიან.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სამივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას ექვემდებარებიან. დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეებში, 100-ზე მეტი პირი არის მოთავსებული. ამავე დროს, ვმუშაობთ დამატებითი სივრცეების მოძიებაზე. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთანაც. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპისთვის საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი, მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები