ამირან გამყრელიძე: ლუგარის ცენტრში 24 ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გლობალურად დაფიქსირებული და დადასტურებულია დაახლოებით 87 ათასი შემთხვევა ყველა ქვეყანაში ერთად აღებული. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი გახლავთ ჩინეთში, მაგრამ სეროზულად მომატებულია რაოდენობა სამხრეთ კორეაში, იტალიაში გადასცდა 1000-ს. კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მიაღწია 43 ათასს, სიკვდილიანობა არის დაახლოებით 2 ათას 900.

საქართველოში დღევანდელი დღით გვაქვს გვაქვს 130 შესაძლო შემთხვევა გამოკვლეული და 3 დადასტურებული. გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით დავადასტურეთ ერთი, მესამე დადებითი შემთხვევა. ერთიანად, რაც დაიწყო ეპიდაფეთქება ჩინეთში, საქართველოში გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია 3 შემთხვევა. სამივე გადის დაკვირვებასა და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები