რევაზ მეჭურჭლიშვილი: კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.
“ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს 24 პაციენტი. იმ სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გუშინ დღისით გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24-ის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ კარანტინში, ანუ, ამ 19-ს პლიუს ძველი მიღებული 2“,- განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ სამ პირს, ექიმის განმარტებით, მათი გადმოყვანა ტემპერატურული ცვლილების გამო მოხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები