საქართველო-აზერბაჯაინის საზღვრიდან 1 ადამიანი თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
არსებული ინფორმაციით, ქალი რამდენიმე დღის წინ ირანში მოგზაურობდა და მიუხედევად იმისა,რომ “კორონა ვირუსისთვის” დამახასიათებლი სიმპტომები ამ დროისთვის არ აღენიშნება,რისკ ჯგუფს განეკუთვნება.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენელი განმარტავს, ქალს მაღალი ტემპერატურა არ აქვს თუმცა პროტოკოლის მიხედვით ორ კვირიანი საკარანტინო პერიოდს თბილისში გავლა აუცილებელია.

მაღალი ტემპერატურის გამო, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დღეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმით მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები