ღია კარის დღე კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში

 კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში 1 მარტს ღია კარის დღე გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმების გაერთიანდებიდან აცნობეს, ღია კარის დღე მხატვარ სოსო წერეთლის დაბადების დღეს უკავშირდება. ღია კარის დღის ფარგლებში, მოეწყობა ექსკურსიები როგორც ინდივიდუალურად დაინტერესებული დამთვალიერებლისთვის, ასევე ჯგუფისთვის.
ჩატარდება შემეცნებით-საგანმნათლებლო პროგრამა – „იალქნებიდან სამოსამდე“.
1 მარტის ყველა აქტივობა მუზეუმში სოსო წერეთელს და მის შემოქმედებას მიეძღვნება.

დრო: 1 მარტი, 10:00 – 18:00 სთ.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. 2. კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები