ირანის პარლამენტში კორონავირუსით კიდევ ოთხი დეპუტატი დაინფიცირდა

კორონავირუსი COVID -19 ირანის პარლამენტის კიდევ ოთხ დეპუტატს გამოუვლინდა.

ამის შესახებ Twitter-ში დეპუტატმა მუჰამედ ალი ვეკილიმ დაწერა.

​მისი თქმით, თავდაპირველად ვირუსი ორ დეპუტატს დაუდგინდა, ამის შემდეგ ტესტირება 30-მა კანონმდებელმა ჩაიტარა, რომლის შედეგად ვირუსი 4 გამოუვლინდათ.

27 თებერვალს ვირუსი ირანის ვიცე-პრეზიდენტს გამოუვლინდა, ქვეყანაში ასევე დაავადებულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე COVID -19-ს ემსხვერპლა ვატიკანში ირანის ყოფილი ელჩი, 81 წლის ჰადი ჰოსროვშაჰი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები