“მკვლელი პუტინი” – საპროტესტო აქცია სტამბოლში რუსეთის საელჩოსთან

სტამბოლში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები “მკვლელი პუტინი დაისჯება!” სკანდირებდნენ.

ამის შესახებ Anadolu წერს.

ამასთან, რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

“სირია რუსეთისთვის სამარე გახდება”,- ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

აქცია იმ მოვლენების შემდეგ დაიგეგმა, რაც გვიან ღამით, იდლიბში, რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებმა, საჰაერო იერიში განახორციელეს, რომლის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 36 დაშავდა.

ნატო დღეს, იდლიბში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები