თეა წულუკიანმა აბაშაში რიგით 76-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემირმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აბაშაში, საქართველოს მასშტაბით 76-ე, ხოლო სამეგრელოს რეგიონში მე-7 საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა.

თეა წულუკიანმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მიულოცა ცენტრის განხსნა.

მინისტრის თქმით, აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი აბაშისა და მიმდებარე 36 სოფლის 23000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

ღონისძიებას, მარტვილისა და აბაშის დეპუტატი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშის მერი ლევან მაკალათია, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები