ბაქოში კორონავირუსისგან პრევენციის სახით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფიცირება დაიწყეს

აზერბაიჯანის სანტრანსპორტო კომპანია BakuBus-მა, კორონავირუსისგან პრევენციის სახით საზოგადოებრივი ავტობუსების დეზინფიცირება დაიწყო.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, დეზინფიცირება მოხდება როგორც ავტობუსების სალონებში, ისე მის გარეთ.

გარდა ამისა, მოხდება ბაქოს ექსპრესის დეზინფიცირება – რომელიც საერთაშორისო აეროპორტამდე დადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები