დავით ნარმანიამ საერთაშორისო ენერგეტიკული შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგულირების პრინციპები გააცნო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სემეკის თავმჯდომარემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგულირების პრინციპები გააცნო. დავით ნარმანიამ საკანონმდებლო სიახლეებზე, ნორმატიულ აქტებში ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებისა და ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე ისაუბრა.
26-28 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციისა (NARUC) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ევროპისა და ევრაზიის ინიციატივის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების ხელშეწყობის საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.