გულიკო მოდებაძე: ახალციხეში სეზონური გრიპის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა მომართვიანობა არის

“პანიკის საშიშროება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ჩვენ როცა მშვიდად ვართ, თქვენც ნუ გეშინიათ, თუ ჩვენ ავფორიაქდით, მერე თქვენც გეშინოდეთ”– ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის კლინიკა “იმედის” პედიატრმა გულიკო მოდებაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკა გაფრთხილებულია და მზად არიან ყველა სირთულის  პაციენტის მისაღებად.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფრთხილებულები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს. კლინიკა მზადაა, რომ ყველანაირი სახის პაციენტი მიიღოს და დაეხმარება აღმოუჩინოს. რეკომენდაციებს რაც შეეხება, არაერთხელ მოხდა ტელევიზიის საშუალებით მოსახლეობის ინფორმირებას, თუმცა , განვმეორდები და ვიტყვი – უკეთესი იქნება ხელების ხშირი დაბანა და საზოგადოების თავშეყრისა ადგილებთან მორიდება. პირბადეებით სიარული ჯერ აუცილებელი არაა, თუმცა სასურველია თავშეყრის ადგილებში მისი გამოყენება. სახლში ქუჩიდან ფეხსაცმელები არ უნდა შევიტანოთ. ანტიბიოტიკები და რეკომენდაციები უკვე მიღებული აქვს კლინიკას და ვიცით, როგორ უნდა ვუმკურნალოთ პაციენტებს. ძირითადად გვჭირდება ვიტამინები, გადასხმები, რინგერები და სიცხის დამწევები. დღეისათვის, სეზონური გრიპის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ მომართვიანობა მაინც არის. გვყავს პაციენტები მაღალი ტემპერატურით. პანიკის საშიშროება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ჩვენ როცა ვართ მშვიდად, თქვენ ნუ გეშინიათ, თუ ჩვენ ავფორიაქდით, მერე თქვენც გეშინოდეთ”,-ამბობს კლინიკა “იმედის” პედიატრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები