მარინა ეზუგბაია: პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მკურნალობაც არ სჭირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე განცხადებით, პაციენტს მკურნალობა არ სჭირდება.

„პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მკურნალობაც არ სჭირდება იმიტომ, რომ გითხარით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. მასთან ხდება მეთვალყურეობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები