ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანთან გამართა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე.

მათივე ინფომაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ტონოიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ხვალ კი, შეხვედრები შედგება საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და სომხეთის რესპუბლიკის კათალიკოს-პატრიარქთან გარეგინ მეორესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები