“ავსტრიას აქვს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს განვითარების მიმართულებით”

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორილას ეხმიანება. ავსტრიელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავსტრიის რეგიონალური ამბასადორიალის საქართველოში მასპინძლობისთვის და კონფერენციის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ავსტრია კარგად იცნობს ქვეყნის პოზიტიურ მიღწევებს და საქართველოში არსებულ გამოწვევებს. „საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტეთ. პირველი – ეს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაა, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და კვლავ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩვენი ურყევი მხარდაჭერა. ვიზიტის მეორე მიზანს წარმოადგენს ინტერესი საქართველოს განვითარების მიმართულებით. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) შეხვედრებს მართავს ქართულ მხარესთან და იხილავს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოს პრიორიტეტულობას დახმარების პროგრამების შემუშავების პროცესში” – განაცხადა მარშიკმა.

ცნობისათვის, ​ალექსანდერ მარშიკი საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში სტუმრობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ADA-ს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები