ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან სამი ადამიანი აზერბაიჯანში გააბრუნეს

საქართველო-აზერბაიჯანის გამშვები პუნქტიდან სამი ადამიანი აზერბაიჯანში გააბრუნეს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების უფროსმა მაკა ხმალაძემ განუცხადა, ქალმა, რომელიც 9 თებერვალს ირანში იმყოფებოდა, კარანტინში განთავსებაზე უარი თქვა, რის გამოც საზღვარი შვილთან ერთად დატოვა. ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტი ასევე დატოვა აზრბაიჯანელმა მოქალაქემ, რომელსაც თერმო-სკრინინგის საფუძველზე დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
“ქალბატონი 9 თებერვალს იმყოფებოდა ირანში, ამ ეტაპზე მას სიცხე არ აღენიშნებოდა, შევთავაზეთ კარანტინში დამყოფება, რაზეც უარი განაცხადა და მოუხდა საზღვრის დატოვება. ასევე გავაბრუნეთ აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა”, – განმარტა მაკა ხმალაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის რეგიონული ცენტრი საგანგებო რეჟიმით განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები