საოკუპაციო ძალებმა სოფელი აძვთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქე ელდარ გუნდიშვილი “დააკავეს”.

” მეც ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მინდორში დაუკავებიათ. მეტი დეტალი არ ვიცი. ეს არის მისი დაკავების უკვე 2 ან 3 ფაქტი”,- განაცხადა აძვის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ტარიელ ვათიაშვილმა.

უკანონო დაკავების ფაქტი “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლობლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად”,-აღნიშნეს სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები