ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქობულეთში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი. შემთხვევა რამდენმე წუთის წინ მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ოპერაცია უტარდება.

თვითმხილველების თქმით, ორ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა და ერთ-ერთმა მათგანმა სანადირო თოფიდან ესროლა მეორეს, რის შემდეგაც მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები