გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა გაქურდეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები