შალვა ნათელაშვილი: მიხრწნილ სისტემას უნდოდა საზოგადოების ყურადღება კორონა ვირუსზე გადასულიყო, მაინც შეამოატანინა ირანიდან ვირუსი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა კორონა ვირუსზე სურს.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სახმელეთო საზღვარი აქამდე უნდა დაკეტილიყო.

“იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთო საზღვარი, რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონა ვირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია, განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა, რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე, სხვა საპროტესტო აქციებზე, არამედ კორონა ვირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ – არ გიშველით არც ეს ვირუსომანია”,-წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები