ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან.

ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და რეგიონში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მდგომარეობის განხილვა და ინფორმაციის გაცვლა რეგიონის ქვეყნების მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ელჩმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს ირანის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის. აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელება უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციის სწრაფი ურთიერთგაცვლა, რათა კოორდინირებულად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები