უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს, კაცმა მნიშვნელოვანი დამწრობები მაინც მიიღო.
ინციდენტი მედიკოსების საპროტესტო აქციის დროს მოხდა, ირგვლივ ჟურნალისტები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
დაშავებულს პოლიციელებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.