გორი-კარალეთის გზაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი- კარალეთის გზაზე. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით, 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც ფულად ჯარიმას გულისხმობს.