სოფელ ტყვიავში 2 ძროხა მოიპარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, გუშინ, გვიან ღამით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ჯიმშერ მერებაშვილის ოჯახიდან 2 სული ძროხა საბძელიდან გაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას ” ტყვიავის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ზაზა კორინთელმა განუცხადა, მიყენებული ზარალი 3 000 ლარამდე შეადგენს.

“შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა მერებაშვილების ოჯახს ეძინა .  ჩემი ინფორმაციით, ამ დრომდე არავინაა დაკავებული . ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ძიების პროცესი. რაც შემიძლია გითხრა ისაა, რომ მიყენებული ზარალი 3000 ლარამდე იქნება“,- განაცხადა ზაზა კორინთელმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმის გამოძიება სსკ-ის  117-ე მუხლის 2 ნაწილის ა და ბ ქვე პუნქტებით მიმდინარეობს და ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით, ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები