ეკა ტიკარაძემ გორში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორში მცხოვრებ  იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში ბინის გასაღებები გადასცა.

საცხოვრებელი ფართების საზეიმოდ გადაცემის ცერემონიალს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი , შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გორსა და ხაშურში , ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები , დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად  გაანაწილა.

“დღეს, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პოზიტიური ღონისძიება . გორში 34 ოჯახს ბინები გადავეცით. 2020 წელს დაგეგმილი გვაქვს 2500 ზე მეტი საცხოვრებელის გადაცემა ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის და ასევე, დაგეგმილია 1500 ოჯახისთვის იმ ფართების დაკანონება, სადაც ამჟამად ცხოვრობენ“,- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

“25 წელია  ველოდებოდი ამ არაჩვეულებრივ სიურპრიზს , რომელიც დღეს მივიღე. ძალიან მოგვეწონა ბინები. უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას ამ დიდი სიხარულისთვის. ვცხოვრობდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში ძმასთან, ორ შვილთან ერთად . მეუღლე დაღუპული მყავს . მოვიდნენ ჩემთან შესამოწმებლად და რომ დამირეკეს და მითხრეს რომ ბინას გადმომცემდნენ , უბრალოდ ვერ გადმოგცემთ რა განვიცადე“,- განაცხადა იძულებით გადაადგილებულმა პირმა,  თამილა თხელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები