საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ტოკიოს ოლიმპიადის გადადებას არ გამორიცხავენ

მიუხედავად იმისა, რომ 14 თებერვალს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადების საჭიროება არ არსებობს, 25 თებერვალს კომიტეტის წევრმა, დიკ პაუნდმა, აღნიშნული არ გამორიცხა.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იაპონიის ხელისუფლება ვირუსთან დაკავშირებული ვითარების გაკონტროლებას ვერ შეძლებს.

ამის შესახებ პაუდმა Associated Press განუცხადა.

​დიკ პაუნდი ამბობს, რომ თუ თამაშების გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს აღარ ჩატარდება, რადგან მოკლე ვადაში, სხვა ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, შეუძლებელი იქნება.

ოლიმპიური კომიტეტის წევრი იმასაც ამბობს, რომ თუ თამაშები გადაიდო, იაპონია მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, რადგან თამაშების ორგანიზებისთვის ის 12,6 მლრდ დოლარს ხარჯავს.

25 თებერვალს იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების 160 შემთხვევა გამოვლინდა; 691 ადამიანი საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე არის დაავადებული, რომელიც იოკოჰამას პორტში დგას, ხომალდის 4 მგზავრი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები