ტრაგედია ასპინძაში – ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მედიკოსების განცხადებით, გარდაცვლილის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შს სამინისტროს ინფომრაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები