კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა შეიზღუდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ახალი კორონავირუსის გამო მდინარე ენგურზე სანიტარული კონტროლს ამკაცრებს.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა.
დღესვე ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში მიიღებენ კორონავირუსის ტესტსისტემას, რომელიც რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის სამედიცინო ცენტრშია დამზადებული.