ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.

შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ დერეკ მიტჩელს იმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 2020 წლის პარლამენტის მორიგი არჩევნებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები