ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებზე – ღირსებადაკარგული ქალების გაწევა გვიწევდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა სესიის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ზახაროვას მტკიცებით, ქართველი ჟურნალისტები რუსეთის ფედერაციის დელეგაციას თავს დაესხნენ.
“ქართველი ჟურნალისტები რუსეთის დელეგაციასთან მიიჭრნენ. სიარული იყო შეუძლებელი. ყვიროდნენ, გვეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ მინისტრთან მიახლოებას. ღირსება დაკარგული ქალების გაწევა გვიწევდა, რომ წინ წავსულიყავით და იცით, რა უნდოდათ? დაუჯერებელია! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონებრივ აშლილობას ჰგავს, როგორ შეიძლება ასეთ დღეში ჩაიყენო თავი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლა-არჩასვლასთან დაკავშირებით. საშინელი სანახაობაა”, – დაწერა ზახაროვამ.
მისი თქმით, ქართული მედიის წარმომადგენლებმა მას და მის კოლეგას კრეს ხელი, თუმცა ლავროვი არ დაშავებულა.
“ყველაზე თვალშისაცემი არის ის, რომ ლავროვს რუსულ ენაზე უსვამდნენ კითხვას, ინგლისურ ენაზე კი ყვიროდნენ “don’t touch me”. სააკაშვილის სტილია, რომელიც მიწას ენარცხებოდა რუსული ავიაციის სროლის შედეგად”,-დასძინა დიპლომატმა.
ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველ ჟურნალისტებს უთხრა “ავად ხართ, გოგოებო?”.