ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ქვეითი დაშავდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზას კვეთდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლოატაცის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები