დავით ზალკალიანი: მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, საქართველოში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შეწყვიტოს

რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებული, ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი-ერთი განზომილებას წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს კიბერშეტევის დაგმობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასული წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებული, ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი-ერთი განზომილებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიული განვითარებას. მადლიერი ვარ ყველა საერთაშორისო პარტნიორის ამ შეტევის დაგმობისთვის, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის ზიანის მიყენებას, სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებისა და პარალიზების გზით. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შეასრულოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წელს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები საქართველოში. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს მზადყოფნა, იყოს აქტიურად ჩართული მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის გაძლიერების მიზნით საბჭოს მუშაობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები