თეა წულუკიანი: ველოდებით მომდევნო შეხვედრის თარიღს, იმისთვის, რომ დიალოგი ან წარმატებით დაიხუროს, ან უბრალოდ დაიხუროს, ან არ დაიხუროს
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის ინიციატორები იყვნენ ელჩები, ჩვენი მეგობრები, ჩვენ, მათ შორის მეც, როგორც ამ დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე, მათგან ველოდებით მომდევნო შეხვედრის თარიღს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ამ დიალოგის ინიციატორები იყვნენ ელჩები, ჩვენი მეგობრები. ჩვენ, მათ შორის მეც, როგორც ამ დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე, მათგან ველოდებით მომდევნო შეხვედრის თარიღს, იმისთვის, რომ ეს დიალოგი ან წარმატებით დაიხუროს, ან უბრალოდ დაიხუროს, ან არ დაიხუროს და ითქვას, თუ რას ვაკეთებთ ამის შემდეგ,“ – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი განუცხადა.