ოზურგეთში პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის“ ოფისი  გაიხსნა

ოზურგეთში პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა. ადგილობრივი ორგანიზაციას კახა სიორიძე უხელმძღვანელებს.

“ლელო – საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კახა სიორიძე ცნობილი ფინანსისტია და ოთხი წლის განმავლობაში ის დიდ საწარმოს ხელმძღვანელობდა.

“ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, შეკრული გუნდი, ჩვენს პარტიაში. აუცილებლად, ჩვენს გურულებთან ერთად, დავდებთ იმ განსხვავებას, რომელიც იქნება, არამარტო არჩევნების მოგება, არამედ ახალი პერსპექტივის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, ახალი გამარჯვების დაწყება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღატაკის დაძლევა. ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, უნდა შეიცვალოს და ამიტომ შევქმენით ჩვენ „ლელო“,- განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა სიორიძის თქმით, აქ არ იქნება კონკრეტული შეპირებები, აქ იქნება გეგმები, რომლებიც შესრულდება.

“წინ ბევრი გეგმა გვაქვს, გურიაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ეს გეგმები დაიდება დეტალურად. აქ არ იქნება რაღაც კონკრეტული შეპირებები, აქ იქნება კონკრეტული გეგმა და კონკრეტული გეგმის შემდეგ პასუხი. ჩვენ ვგეგმავთ, ვასრულებთ და გაბარებთ ანგარიშს“,- განაცხადა სიორიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები