ამირან გამყრელიძე: საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს.

„ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ მომატებული და გაზრდილია ირანში. როგორც მოგეხსენებათ, ფრენები, რომელიც საკმაოდ ინტენსიური იყო, შევწყვიტეთ. ასევე გადადგმული იქნება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები. ამ ეტაპზე ვართ შეკავების ფაზაში, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ ინფექციის იმპორტი ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს, ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს. კერძოდ, დღევანდელი დღით, ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის მქონე ადამიანებზე, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ეს ვრცელდება დღეიდან ირანიდან და ირანში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ნამყოფ ადამიანებზე. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იგივე პროცედურის განხორციელებაზე სხვა მაღალი დასნებოვნების მქონე ქვეყნებიდანაც. შესაბამისი გადაწყვეტილება ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები