მედია: აშშ-ში კორონავირუს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს
ამერიკული კომპანიის Greffex Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ პრაისმა, განაცხადა, რომ კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება დაასრულა.
მისი თქმით, ამიერიდან მას ცხოველებზე გამოცდიან.
ამის შესახებ პრაისმა Houston Business Journal-ს განუცხადა.
მაგრამ, მისი თქმით, სირთულე მდგომარეობს იმაში, რამდენად მოხერხდება ყველას საყოფი ვაქცინის შექმნა, ან მოხერხდება თუ არა მისი დატესტვა სწრაფად და ეფექტურად?
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ვაქცინას სარეალიზაციოდ დაამტკიცებს, Greffex მას სხვა ქვეყნებს უფასოდ გადასცემს.
ვაქცინის შექმნის შესახებ ჩინეთშიც განაცხადეს. როგორც რუსეთში ჩინეთის ელჩმა, ჩჟან ხანხუემ აღნიშნა, მედიკამენტის საბოლოო დამუშავებაა დარჩენილი.