რუსეთში ჩინეთის ელჩი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შევქმენით

რუსეთში ჩინეთის ელჩის, ჩჟან ხანხუეს განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლა მალე დასრულდება.

მისივე თქმით, ჩინეთმა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, თუმცა, მისი საბოლოოდ დამუშავებაა საჭირო.

ჩჟან ხანხუე ამბობს, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის.

„დანამდვილებით გეტყვით, რომ ის ხელოვნურად შექმნილი არ არის“, – აღნიშნა რუსეთში ჩინეთის ელჩმა.

ჩინეთში კორონავირუს COVID-19 -ს უკვე 2592 ადამიანი ემსხვერპლა, 55 ათასზე მეტი დაავადებულია, 24,5 ათასზე მეტი პაციენტი გაწერილია.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის რეგიონალურ კომიტეტებში აცხადებენ, რომ ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადების მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ხუბეის პროვინციაში კი,398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები