ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები დილიდან შახტთან მოვიდნენ, თუმცა მუშაობას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ეს შახტი დაიხუროს და სამსახურის გარეშე დარჩნენ.
“6თვის წინ დაგვპირდენენ რომ გაუმჯობესდებოდა პირობები, ჩაიდებოდა რამდენიმე მილიონი ლარი, მაგრამ ამ დროის მანძილზე ალბათ 6 ლარიც არ აქვთ დახარჯული.
ახლა ელმავალი არ მუშაობს ჩვენთან, როცა 6კილომეტრის ფეხით სიარული გვიწევს და მძიმე შრომა. გადაიყვანეს ჩვენიდან ამფეთქებლები სხვა შახტაზე, დამძიმდა ჩვენი შრომა. ამ შახტის დაკეტვა უნდათ და მოიმიზეზეს ბაგირია შესაცვლელიო. ამის შესახებ თავიდანვე იცოდნენ. ეს რომ დაიხუროს უბანი ჩაკვდება. ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და ვითხოვთ გადმოგვიყვანონ ის ამფეთქებლები,ჩვენ კიარ გადავალთ სადმე.მესამე დღეა აქ ვართ და არ მოსულა არავინ”, – ამბობს ძიძიგურის შახტში დასაქმებული ირაკლი ჩიხრაზე.

ძიძიგურის შახტის თანამშრომლებს კომპანიის დირექტორი პასუხობს, როგორც მიხეილ სოცკი აღნიშნავს,  შახტში ამ დროისთვის, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რათა დაცული იყოს უსაფრთხოება. მისი თქმით, არც ერთი თანამშრომელი სამსახურს არ დაკარგავს. მანამდე კი მინდელის შახტში განაგრძობენ მუშაობას.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები