დმანისში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთება დაიწყო

ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩა N36- ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კორპუსის სახურავი, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა.

მოხდა დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და დაწყებულია ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები, რომელიც  დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, მოადგილესთან, ბადრი სუბართან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან,  ლევან მანთაშაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კომპანია “შპს იმერეთი 2014” აწარმოებს.  შესყიდვის ღირებულება შეადგენს 74 097,13 ლარს შეადგენს.

სამუშაოები   ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 21097 ლარით, ხოლო  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  53 000 ლარი  ფინანსდება.

კორპუსის სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები