ტყვარჩელში რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ – ე.წ. ადმინისტრაციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა
ოკუპირებული აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის, აიდა ჩაჩხალიას გადადგომას ითხოვენ.
დილიდან რაიონის ე.წ.ადმინისტრაციის შენობასთან ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც შენობის შესასვლელი კარი დაბლოკეს.
როგორც ჩაჩხალიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ეს ის ხალხია, ვინც ადრე „ამცახარას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით მის გადადგომას ითხოვდა, ახლა მათ, ასლან ბჟანიას მომხრეების უფროს თაობაც შეუერთდა.
ე.წ. ადმინისტრაციასთან ჩაჩხალიას მომხრეებიც შეიკრიბნენ, ორივე ბანაკს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის დროს ე.წ. ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი, დამირ გორზოლია, დაშავდა.
ტყვარჩელში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვალერი ბგანბას, ჩასვლას ელოდებიან.