ლია გიგაური გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სკოლებს ესტუმრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სკოლებს ესტუმრა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამებსა და შეღავათებზე ისაუბრა.
ლია გიგაურმა ახლადრეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირებული სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა. სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.