დავით მათიკაშვილი: ოპონენტები ხშირად ციფრებით მანიპულირებენ და მათთვის ხელსაყრელი მიდგომებით პოზირებენ
ოპონენტები ხშირად ციფრებით მანიპულირებენ და მათთვის ხელსაყრელი მიდგომებით პოზირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენენ.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია დაგეგმილზე მეტი ზრდა.
„ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა გასულ წელს – 5, 2%. ხშირად ჩვენი ოპონენტები ციფრებით მანიპულირებენ და მათთვის ხელსაყრელი მიდგომებით პოზირებენ,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.