ჩინეთმა რუსეთს გადაასწრო – საქართველოს ექსპორტი „ცისქვეშეთში“ 23.4 %-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთია. 2018 წლის იანვართან შედარებით, ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში 23.4 %-ით გაიზარდა და 24.5 % შეადგინა.
საქართველოს საექსპორტო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზე რუსეთია( 30.5 მლნ. აშშ დოლარი ) მესამეზე ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 2020 წლის იანვარში 262.6 მლნ დოლარია, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის იანვარში.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 67.4%-ია, მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 12.4%-ით გაიზარდა, 177.1 მლნ დოლარამდე.