აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში – ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები

21 თებერვალს, 13:30 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 202-ე აუდიტორიაში პროექტის – აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები – შედეგების წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით გამოიცა.
ავტორები არიან: ელენე გოგიაშვილი, დარეჯან გარდავაძე, ანდრო გოგოლაძე, ნინო ქავთარაძე, თეა თათეშვილი.
პროექტის მიზანი იყო, ინტერდისციპლინური პერსპექტივით შესწავლა ზეპირსიტყვიერი ტექსტებისა, რომლებშიც ლიტერატურული გავლენის და წერილობითი წყაროების კვალი შეინიშნება, რომლებშიც ფიქსირებული ან ინტერპრეტირებულია ხალხური წარმოშობის სიუჟეტები.
წიგნი კულტურულ-ისტორიულ პროცესისადმი თვალი გავადევნებას შესაძლებელს ხდის, თუ როგორ იქცევა ზღაპრები მედიუმად ქვეყნებსა და ხალხებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები