გურამ მაჭარაშვილი: რეზოლუციების დონეზე არის ბრძოლა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას გამოეხმაურა.

“ყოველი ასეთი უსამართლო განცხადება, მორიგ ჯერზე ხდება მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო სამი წელია, ვამბობთ გლობალური ომის პარტიასთან, “დიფ სთეითთან” და საქართველოში მე-2 ფრონტთან დაკავშირებით.

ჯერ კულისებში იყო ეს ზეწოლა და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს ზეწოლა არსებობს, შემდგომ საჯარო სივრცეშიც აღარ ერიდებოდნენ და ახლა ვხედავთ რეზოლუციების დონეზე არის ბრძოლა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

როგორც უკვე ვნახეთ, საქართველოს საზოგადოებამ ამას ყურადღება აღარ მიაქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უსაფუძვლო. როცა ევროპის ინსტიტუტები ყოველკვირეულად აფასებენ საქართველოს დემოკრატიის, გამჭვირვალობის, მთავრობის მუშაობის მიმართულებით და ა.შ. მათ შორის, სავალუტო ფონდი აფასებს ეკონომიკურ მიმდინარეობას პოზიტიურად, ამის ფონზე, როცა ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოზე უსაფუძვლოდ საუბრობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამას ბუნებრივია არავინ აღარ დაიჯერებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები