„კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსი ცხადდება
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს – „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია:
კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარება;
მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება;
სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
შემოქმედებითი და კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა;
სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა;
უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაწესებულებებისთვის პოტენციური პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა;
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დებულებით გათვალისწინებულ პირობებს;
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
კონკურსის ბიუჯეტია 500 000 ლარი.
პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან – 10 დეკემბრის ჩათვლით.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 10 ივლისიდან – 24 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია, საკონკურსო პირობები და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ვებგვერდზე: https://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi2