ქართული კინომემკვიდრეობის უხმო ფილმების საჯარო ჩვენება გაიმართება
13-27 ივლისს, 21:00 საათზე, „ზაზანოვას ღია კინოთეატრში“ გაიმართება ქართული კინომემკვიდრეობის უხმო ფილმების საჯარო ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კომპანია „თიჯი საუნდ ენდ გრაფიკი“, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, იწყებს ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმების ჩვენების სერიას, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებენ სანდრო გეგეჭკორი და რომა რცხილაძე.
ჩვენებების განრიგი:
13 ივლისი – „გიული” (1927)
რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში
ტაპიორი: რომა რცხილაძე
15 ივლისი – „სურამის ციხე“ (1922)
რეჟისორი: ივანე პერესტიანი
ტაპიორი: რომა რცხილაძე
17 ივლისი – „გოგი რატიანი“ (1927)
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
ტაპიორი: სანდრო გეგეჭკორი
21 ივლისი – „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1926)
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
ტაპიორი: რომა რცხილაძე
24 ივლისი – „ამოკი“ (1927)
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
ტაპიორი: სანდრო გეგეჭკორი
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის ქ. №20.