ქუთაისში ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია გამართა

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია-პერფორმანსის გამართვა სცადა.

აქციის მონაწილეებს ქუთაისში ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე, ლარის გაუფასურებაზე და სხვა საკითხებზე ვიდეოკადრების გაშვება სურდათ. თუმცა, სამართალდამცველები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

მათ ადგილზე პლაკატები გააკრეს წარწერით – “საქართველო ერთ ჯიბეში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები