სამოქალაქო აქტივისტები  ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტები პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია – პერფორმანსს მართავენ. აქცია-პერფორმანსით ისინი დღეს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა, რომლებიც აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობენ მანდატი დატოვონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ხოშტარია წადი” .

“როგორ შეიძლება ევროპული საქართველო გერქვას და ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნს აჟღერებდე? ჩვენ ვართ ქართველები, რომლებიც ევროპული საქართველოსთვის ვიბრძვით და ეს ევროპული საქართველო არის პარადოქსი”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა – ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები